ფეხბურთი

16:44 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა დიეგო გოდინმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება მან „ველეს სარსფილდისა“ და „ურაკანის“ თამაშის შემდეგ გააკეთა.

გოდინის კარიერა „სეროში“ დაიწყო, სადაც 64 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შემდეგ ის „ნასიონალში“ იყო ერთი სეზონით (46 მატჩი, 2 გოლი), მერე კი ევროპული კარიერა დაიწყო, სადაც „ვილიარეალის“ (116 ამაში, 4 გოლი), „ატლეტიკოს“ (389 მატჩი, 27 გოლი), „ინტერის“ (36 მატჩი, 2 გოლი) და „კალიარის“ ღირსება დაიცვა (40 შეხვედრა, 1 გოლი).

გოდინი ასევე თამაშობდა „ატლეტიკო მინეიროში“ (9 მატჩი, 1 გოლი) და „ველეს სარსფილდში“ (21 თამაში, 1 გოლი). ურუგვაის ნაკრებში 161 მატჩით რეკორდსმენია და 8 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110113