ფეხბურთი

14:52 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე პსჟ-ს შეუთანხმდა

„პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ შემტევ უსმან დემბელეს ტრანსფერზე შეუთანხმდა. ფრანგული მედიის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის 5-წლიან კონტრაქტზე სრული შეთანხმება მიღწეულია.

ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზეა. დემბელეს „ბარსასთან“ კონტრაქტი გაისად ეწურება, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის. ფრანგი გარემარბი თანახმაა, რომ 2016 წელს წასვლის შემდეგ, როდესაც „რენი“ დატოვა, სამშობლოში დაბრუნდეს.

უსმან დემბელე „ბარსელონაშ“ 2017 წლიდან თამაშობს და 185 შეხვედრაში 40 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „რენის“ და „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127205