ფეხბურთი

0:20 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის აგენტი იტალიაშია და დე ლაურენტისს შეხვდება

ვიქტორ ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა კასტელ დი სანგროში ჩავიდა, სადაც „ნაპოლი“ წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება.

იტალიური მედიის ცნობით, მისი იქ ყოფნის მიზეზი ახალი კონტრაქტია, რომლის თაობაზე „აძურის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება. „ნაპოლი“ ვიქტორს სეზონში 7 მილიონ ევროს და ხელშეკრულების 2027 წლამდე განახლებას სთავაზობს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, მხარეები პრაქტიკულად შეთანხმებული არიან და უახლოეს ხანში ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს „ლილიდან“ შეიძინა. მას შემდეგ მან 101 მატჩში 59 გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელს „ვოლფსბურგსა“ და „შარლერუაშიც“ აქვს ნათამაშები.

0.117163