რაგბი

22:39 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის დღის ექიმის სემინარი „თვიქენჰემის“ სამედიცინო გუნდის უფროსისგან

მსოფლიო რაგბის კონსულტანტმა და „თვიქენჰემის“ სამედიცინო გუნდის უფროსმა ენდი სმიტმა, ქართველი სპეციალისტებისთვის მატჩის დღის ექიმის მაღალი დონის სპეციალური კურსი ჩაატარა.

ერთდღიან სემინარს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 5 ქართველი მსმენელი დაესწრო. ენდი სმიტმა, რომელიც „თვიქენჰემზე“ გამართული ნაბისმიერი, მათ შორის საერთაშორისო მატჩების დღის ექიმია, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

კურსი ეხებოდა თავის ტრავმისა და ტვინის შერყევის მართვას, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

„ბევრი ახალი ნიუანსი გავიგეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და ის ეხებოდა როგორც დაშავებული მოთამაშის დიაგნოსტიკას, ასევე მისი, გუნდის მენეჯერისა და მწვრთნელის დარწმუნებას, რომლებიც შესაძლოა ექიმის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ. განვიხილეთ სხვადასხვა სიტუაციები“ – ამბობს რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე:

„კარგია, რომ სამომავლოდ ამ სემინარის ჩატარების უფლება ბორჯღალოსნების მთავარ ექიმ ნუცა შამათავას ექნება. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი მატჩის დღის ექიმი გადავამზადოთ. ჩვენთვის მთავარი მოთამაშის კეთილდღეობა და ჯანმრთელობაა და ვეცდებით მაღალი დონის სპეციალისტები მრავლად გვყავდეს“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116883