ძიუდო

20:06 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრების ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ ფესტივალზე

ქართველი ოლიმპიელებისთვის XVII ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძიუდოისტთა შერეულ გუნდურში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დასრულდა.

ჩვენი გუნდი (თამარ გიგოლაევი, თორნიკე გიგაური, ნონა დოლიაშვილი, გიორგი ბენდელიანი, ლიზი ქვარცხავა, შოთიკო გოჩიაშვილი, ნინო პაპიძე) ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ბულგარეთი (4:3), სლოვენია (4:2), მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანთან 3:4 დამარცხდა და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა.

საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს ფინალზე გადაერთო და ეს შანსი წარმატებით გამოიყენა - გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრეთი 4:0 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მარიბორის ლუკნას დარბაზში სამჯერ ააჟღერეს საქართველოს ჰიმნი. 3 ოქროს მედალთან ერთად საქართველოს მედლების ყულაბას 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალიც შემატეს და პირადი პირველობის ჩათვლაში (გოგონები და ბიჭები) მეორე ადგილი დაიკავეს, ვაჟთა ჩათვლაში კი პირველი ადგილი ერგოთ.

GEONOC.ORG.GE

0.118142