სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:30 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგ ლოზანო "ნაპოლიდან" მიდის

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ირვინგ ლოზანო ახლოსაა იტალიის ჩემპიონის დატოვებასთან. მექსიკური მედიის ცნობით, 28 წლის შემტევი კარიერას დიდი ალბათობით „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს.

ამერიკული კლუბი ირვინგს, რომელსაც „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მექსიკელს „აძურის“ მოსამზადებელ მატჩებში არ უთამაშია, მათ შორის, არც გუშინ „ჰატაისპორის“ წინააღმდეგ და სათადარიგო სკამზე დარჩა.

ირვინგ ლოზანო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 155 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის პსვ ეინდჰოვენისა და „პაჩუკას“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113399