„მეცის“ კაპიტანმა მატიე უდოლმა გიორგი მიქუატაძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება თუ ქართველი „მეცში“ დარჩება, მაგრამ იცის, რომ მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ.
„სპორტული კუთხით ბევრად უკეთესია, რომ ის დარჩეს. თუმცა, ვიცით, რომ ტენდენცია უფრო მეტად წასვლისკენ არის მიმართული. სანამ აქ არის, მისი თვისებები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მე არ ვიცი, რა ხდება კულისებში. ვფიქრობ, რომ მიქაუტაძის შენარჩუნება რთული იქნება, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, რომ ვიპოვოთ ფეხბურთელი, რომელიც მის შეცვლას შეძლებს. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ფეხბურთში ყოველთვის უნდა დაადასტურო შემდეგი ნაბიჯი, მას კი ნებისმიერ შემთხვევაში აქვს ინდივიდუალური თვისებები, რომ პროგრესი გააგრძელოს და უფრო მაღალ დონეზე დიდებულად ითამაშოს“, - თქვა უდოლმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ბოლო დროს „მარსელს“, „ლიონს“ და „შეფილდ იუნაიტედს“ უკავშირებენ. ფრანგული მედიის ცნობით, ყველაზე კარგი შანსი „მარსელს“ აქვს.
ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის და ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა. მას „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ფრანგები ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რისი მოლოდინი გვაქვს? რბილად რომ ვთქვად ნამდვილად არ არის ჩვენი ნაკრები ფორმის პიკში, ძალიან, არა- უსასწაულესად, თითქმის ფანტაზია მგონია თუ რამე ,,საიდუმლოს" შემოგვთავაზებს მაისაშვილი ბიჭების ხელით და თავით... მესიამოვნება თუ გავუძნელებთ იტალიას თამაშს და ვანერვიულებთ სერიოზულად...
ეხლა.მᲗლად ნუ გადააᲭარბებᲗ
ზელანდია არა კვახი, აუტის მოწოდება ვერ ვისწავლეᲗ ჯერ