კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას „სან პაულუში“ გააგრძელებს. ბრაზილიურ კლუბთან 32 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ხამესის კარიერაში „სან პაულუ“ მეათე კლუბია. საინტერესოა, რომ ათივე კლუბი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია.
როდრიგესი ბოლოს პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ თამაშობდა, მანამდე კი „ალ-რაიანის“, „ევერტონის“, „ბაიერნის“, „რეალის“, „მონაკოს“, „პორტუს“, „ბანფილდის“ და „ენვიგადოს“ წევრი იყო.