დღეს, 29 ივლისს, G ჯგუფში 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შვედეთისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. შვედებმა იტალიელები 5:0 დაამარცხეს, ორ თამაშში მაქსიმალური ექვსი ქულა დააგროვეს და მესამე გინდი გახდნენ ტურნირზე, რომელიც ფლეი-ოფში გავიდა. გოლები ამანდა ილესტედტმა (2), ფრიდოლინა როლფემ, სტინა ბლაკსტენიუსმა და რებეკა ბლუმკვისტმა გაიტანეს.
მანამდე C ჯგუფიდან მერვედფინალს ესპანეთმა და იაპონიამ უწიეს.
ტურნირის პირველ მატჩში შვედებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები 2:1 დაამარცხეს. მესამე ტურში კი არგენტინის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. თამაში 2 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შვედები შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები იყვნენ.
2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში იმართება.