„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი საუდის არაბეთში გადავიდა, სადაც „ალ-აჰლის“ შემადგენლობაში ითამაშებს.
ალჟირელის სანაცვლოდ საუდელებმა „სიტის“ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის „ალ-აჰლის“ მესამე ახალწვეულია პრემიერლიგიდან ედუარ მენდისა და რობერტო ფირმინოს შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რიად მაჰრეზი „მანჩესტერ სიტიმ“ 2018 წელს დაიმატა და 236 შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. მანამდე რიადი „ლე ავრსა“ და „ლესტერ სიტიში“ თამაშობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ ეს სხვა გუნდია, რა მსგავსი სახელები ქვიათ ამ მზეებს
ერთი რონალდო ვერ დაითრიეს
დანარჩენი თითქმის ყველა მანდ მიდის
მგონი ეს გუნდი ყიდულობს ყველაზე მეტს, ანუ ძაან მაყუთა გუნდია