ძიუდო

17:16 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს და ბრინჯაოს შანსი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მესამე დღეს

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე ფინალში იასპარეზებს საბა გველესიანი. ქართველი ძიუდოისტი -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, სადაც 4 შეხვედრა მოიგო.

საბა პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი შვედ, მონტენეგროელ და ესპანელ მეტოქეებს აჯონა. ფინალში გველესიანი აზერბაიჯანელ ასლან კოსტოევს დაუპირისპირდება.

+90 კილოგრამ წონით გკატეგორიაში გამოვიდა შოთიკო გოჩიაშვილი, რომელიც ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. მან ფრანგ და უკრაინელ ძიუდოისტებს აჯობა, ხოლო თურქ იბრაჰიმ ტატაროღლისთან წააგო და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ბერძენ იოანის კოსტელიდისთან ეცდება.

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღემდე ქართველი ძიუდოისტების ანგარისზე სამი ოქრის და ერთი ვერცხლის მედალია.

0.11408