"სან ანტონიო სპურსმა" სანდრო მამუკელაშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ხელშეკრულებების პირობები უცნობია, თუმცა ქართველი ფორვარდი მომავალ სეზონშიც გრეგ პოპოვიჩის გუნდში დარჩება.
საქართველოს ნაკრების წევრი "სპურსმა" 2023 წლის 3 მარტს დაიმატა. ტეხასელებთან ერთად სანდრომ 19 მატჩში საშუალოდ 23.3 წუთში 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი გააკეთა.
"სპურსში" გადასვლამდე მამუკელაშვილს კონტრაქტი "მილუოკი ბაქსთან" აკავშირებდა, სადაც 24 შეხვედრა ითამაშა და 9 წუთში საშუალოდ 2.4 ქულას და 2.3 მოხსნას აგროვებდა. პარალელურად "ვისკონსინ ჰერდში" გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიერი იყო. მისი სტატისტიკური მონაცემები კი შემდეგნაირია: 11 თამაშში, 30.6 წუთი, 19.5 ქულა, 9.1 მოხსნა და 3.6 პასი.