ფეხბურთი

14:22 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალია და თურქეთი ევრო 2032-ის მასპინძლობას ერთობლივად აპირებენ

ევროპის 2032 წლის ჩემპიონატს შესაძლოა იტალიამ და თურქეთმა ერთობლივად უმასპინძლონ.

ორივე ქვეყანას უეფაში განაცხადი ცალ-ცალკე ჰქონდათ წარდგენილი, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევრო 2032-ის მასპინძლობა თურქეთთან ერთად სურთ.

თურქეთისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ერთობლივი განაცხადით მასპინძლობის მეტი შანსი ექნებათ. ვარაუდობენ, რომ ევრო 2032-ის გახსნის მატჩი სტამბოლში ჩატარდება, ხოლო ფინალი რომში.

სავარაუდოდ, ორივე ქვეყნიდან 5-5 სტადიონი გააკეთებს ევროფორუმის მასპინძლობაზე განაცხადს. აქამდე, იტალიას 10 ქალაქი ჰყავდა განაცხადში შეყვანილი, თუმცა, თურქეთთან მასპინძლობის გაზიარების გამო მათი რაოდენობის 5-მდე შემცირება მოუწევს.

თეგებიევრო 2032
0.115476