ფეხბურთი

10:26 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკო: "ვორსკლამ" ფიზიკური მომზადებით ბოლოს გვაჯობა, მაგრამ შანსი ისევ გვაქვს"

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ „ვორსკლასთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი ფიზიკური კონდიციები გამოდგა და მისი გუნდი მეტოქისგან განსხვავებით თამაშის ბოლოს დაიღალა.

„ვორსკლა" ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული. მათ აჩვენეს გამძლეობა და 75 წუთი ელოდნენ თავისი მომენტს. კონტრშეტევაზე გოლის გატანის შანსები ჰქონდათ. საბოლოოდ, ფიზიკური კონდიციები დაგვაკლდა, ამიტომ ორი გოლი გავუშვით. ჯერ კიდევ არის შანსი, გავაანალიზებთ ამ თამაშს და დარწმუნებული ვარ, მეორე თამაშში "ვორსკლას" დასამარცხებლად უკეთ ვითამაშებთ.

"ვორსკლა" ყველა რგოლში ძლიერი გუნდია. შეხვედრის მიწურულს სტეპანიუკმა ძალიან კარგად ითამაშა. ასევე ლუის ფელიპეს გამოვყოფ, რომელმაც მატჩის ბოლოს კარგად იმუშავა. მის ფლანგზე პრობლემები გვქონდა.

ერთ-ერთ გულშემატკივართან სიტყვიერი კონფლიქტი? ის ძალიან აგრესიული იყო. ვიღაცამ რაღაც თქვა ზაპოროჟიეზე, მან უბრალოდ ვერ გააცნობიერა, რომ მე თვითონ ვარ ზაპოროჟიედან. მან ყვირილი დამიწყო, თითქოს, რაღაც ცუდი ვთქვი ზაპოროჟიეზე. მე კი ვუპასუხე: „მე თვითონ ზაპოროჟიელი ვარ და უკრაინელი, როგორც შენ“. ეს უბრალო ეპიზოდი იყო, ამ მომენტებს ყურადღებას არ ვაქცევ“, - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ „დილასა“ და „ვორსკლას“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, გორში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11419