ფეხბურთი

20:45 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ სილვამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მას შემდეგ, რაც 37 წლის ნახევარმცველმა, რომელიც „სოსიედადში“ თამაშობდა, მძიმე ტრავმა მიიღო, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„ჩემთვის სევდიანი დღეა, რადგან დროა დავტოვო ის, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი და დავემშვიდობო თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემს ოჯახს წარმოადგენენ. ძალიან დამაკლდებით. მადლობა „ვალენსიას“, „ეიბარის“, „სელტას“, „მანჩესტერ სიტის“ და „სოსიედადის“ ქომაგებს, რომ თავი ისე მაგრძნობინეთ, როგორც საკუთარ სახლში“, - თქვა სილვამ.

დავიდ სილვამ კარიერის განმავლობაში „ეიბარში“, „სელტაში“, „ვალენსიაში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „სოსიედადში“ ითამაშა. ესპანეთის ნაკრებში მან 2006-2018 წლებში 125 მატჩში 35 გოლი გაიტანა, ორჯერ გახდა ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი.

„ვალენსიაში“ სილვამ 168 თამაშში 32 გოლი გაიტანა, „მანჩესტერ სიტის“ მაისური 436-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 77-ჯერ დალაშქრა, ხოლო „სოსიედადში“ ბოლო სამ სეზონში 93 თამაშში 7 გოლი მიითვალა.

0.114343