ფეხბურთი

19:30 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაზელის" მწვრთნელი: "სიგუა სათამაშოდ მზადაა, მაგრამ ჯერ ამის უფლება არ აქვს"

„ბაზელი“ დღეს კონფერენს ლიგაზე ყაზახურ „ტობოლს“ შეხვდება, მაგრამ გაბრიელ სიგუა ვერ ითამაშებს, რადგან ამის უფლება არ აქვს.

საქმე ისაა, რომ მან „დინამოს“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, შესაბამისად, „ბაზელს“ მიმდინარე სეზონში ევროთასებზე ჯგუფურ ეტაპამდე ვერ დაეხმარება, შვეიცარიის ჩემპიონატში კი ცხადია თამაში შეუძლია.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ შვეიცარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიმო შულცმა „ტობოლთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ მასთან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან შემდეგ კვირას მივემგზავრებით და მას ჯერ კიდევ არ აქვს თამაშის უფლება. სიგუა თავის ყოფილ გუნდში უკვე სრულფასოვნად ვარჯიშობდა და თამაშობდა, შესაბამისად, ის სრულად არის მზად და შეუძლია თამაში მალევე დაიწყოს. სიმართლე გითხრათ, მასთან დაკავშირებით ზუსტი გეგმა ჯერ შემუშავებული არ არის“, - თქვა შულცმა.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის გაბრიელ სიგუამ „ბაზელთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შვეიცარიულ კლუბში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.116044