ფეხბურთი

18:55 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" დირექტორი: "მიქაუტაძეზე კონტაქტი გვაქვს 2-3 კლუბთან, მაგრამ შეთანხმება არ ყოფილა"

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ დაადასტურა გიორგი მიქაუტაძის მიმართ რამდენიმე კლუბის ინტერესი. თუმცა, ისიც თქვა, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან მათი შეთავაზება არ იყო „მეცისთვის“ მისაღები.

„არცერთი ფეხბურთელის დამატება არ არის დაკავშირებული გუნდიდან ვინმეს წასვლასთან. არასდროს ვადასტურებ მედიის ინფორმაციას, უფლება აქვთ თქვან ის, რაც უნდათ. მე შემიძლია ვთქვა, რომ კონტაქტი გვაქვს 2-3 დაინტერესებულ კლუბთან, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის შეთავაზებები, რომლებიც არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა“, - თქვა დრეოსიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველ ფეხბურთელს „ლიონს“, „ლაციოს“, „ბარნლის“, „შეფილდ იუნაიტედს“ და „მარსელს“ უკავშირებდნენ. ფრანგები მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

0.124429