საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ახალი სეზონის წინ პირველად ივარჯიშა.
ესპანური გუნდი შვეიცარიიდან საკუთარ ბაზაზე დაბრუნდა, სადაც გუნდს გიორგი დახვდა, შესაბამისად, დღეიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის მეკარის ტრანსფერზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჯერჯერობით, გიორგი ესპანურ გუნდში რჩება.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო სეზონს მამარდაშვილი ისევ „მესტალიაზე“ გაატარებს. ყოველ შემთხვევაში, მიუნხენის „ბაიერნში“ მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის პირველ ტურში 11 აგვისტოს, „სევილიას“ ესტუმრება, იქამდე კი ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 29 ივლისს „ალავესთან“ და 5 აგვისტოს, „ასტონ ვილასთან“.