ავსტრიის ნაკრების მცველი შტეფან ლაინერი სიმსივნის დაავადებას ებრძვის. გერმანულმა „გლადბახმა“, სადაც 29 წლის მცველი თამაშობს, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ლაინერის გამოჯანმრთელება მკურნალობას ექვემდებარება და ექიმებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
„ლაინერი გარკვეული პერიოდით გამოგვაკლდა. მას ლიმფური კვანძების კიდო სამედიცინო შემოწმების შედეგად დაუდგინდა. რამდენიმე თვის განმავლობაში თერაპია უნდა გაიაროს. დიდი ალბათობაა იმის, რომ სრულად გამოჯანმრთელდება და ფეხბურთსაც დაუბრუნდება. ყველაფერს ვიზამთ, რომ საუკეთესო მკურნალობა მიიღოს. გვინდა გავამხნეოთ ის და მისი ოჯახი ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერია გერმანელთა განცხადებაში.
შტეფან ლაინერი „გლადბახში“ 2019 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „ზალცბურგის“, „რიდის“ და „ლიფერინგის“ წევრი იყო, ავსტრიის ნაკრებში კი 38 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა, ორჯერვე ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, ერთხელ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ერთხელაც უშუალოდ ევრო 2020-ის მატჩში.