ფეხბურთი

11:23 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემმა „რეალის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა

ჰიუსტონში (აშშ), მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამხანაგური მატჩი 2:0 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ბურთი მეექვსე წუთზე მადრიდელთა ინგლისელმა ახალწვეულმა, ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. ეს „სამეფო კლუბის“ მაისურით გატანილი მისი სადებიუტო გოლი გახლდათ. შედეგიანი პასი გერმანელმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა მიითვალა.

მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე გოლი მადრიდელთა კიდევ ერთმა დებიუტანტმა, ესპანელმა თავდამსხმელმა ხოსელუმაც გაიტანა. მას თანამემამულე ლუკას ვასკესი დაეხმარა.

მადრიდის „რეალი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს „ბარსელონასთან“ გამართავს. „მანჩესტერ იუნაიტედ“ კი დორტმუნდის „ბორუსიასთან.“

0.11581