ფეხბურთი

10:48 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხერარდო მარტინო: „მესმის მაყურებლების“

მაიამის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, თავდამსხმელ ლიონელ მესის შეცვლის შემდეგ, სტადიონიდან ქომაგების მასობრივი წასვლის შესახებ ისაუბრა. ეს ფაქტი MLS ლიგის თასის მატჩში მოხდა „ატლანტა იუნაიტედის“ წინააღმდეგ (4:0).

„ნამდვილად არ შემიმჩნევია. მესი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ზოგიერთი გულშემატკივარი შეიძლება მხოლოდ მის სანახავად მოვიდეს აქ, მაგრამ ის ამჯობინებდა, რომ ქომაგები ბოლომდე დარჩენილიყვნენ და გუნდითვის ტაში დაეკრათ. მაგრამ, ესეც მესმის.“ - ციტირებს მარტინოს სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში მესიმ დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა. თავდამსხმელი შეხვედრის 78-ე წუთზე შეცვალეს.

ამრიგად, მაიამის „ინტერში“ ჩატარებულ ორ მატჩში მესიმ სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.14306