ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრების ყულაბას პირველი მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 68/72/74 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მარიამ მაისურაძემ აკვრაში თავი 88 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 162 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.
გარდა ამისა, მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2-2 კილოგრამით გააუმჯობესა.