კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა „საბაჰმა“ სტუმრად ლატვიური „რიგასი“ 2:0 დაამარცხა, გოლი კი დავით ვოლკოვმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 70-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მეტოქის კარი ახლო მანძილიდან 56-ე წუთზე დალაშქრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„საბაჰმა“ ამ გამარჯვებით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, სადაც ბელგრადის "პარტიზანი" ელოდება.