ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ამხანაგურ მატჩში საფეხბურთო კლუბი „გოლი“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა შემტევმა კი საგოლე პასი გააკეთა.
ზურიკოს პასით მე-60 წუთზე ზან ვიპოტნიკმა შეძლო თავის გამოჩენა. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილმა პირველი საგოლე შეტევაც დაიწყო. ამრიგად, აქტიური თამაში ჩაატარა და მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„ბორდო“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 28 ივლისს, „ოსასუნასთან“ ჩაატარებს, ხოლო ლიგა 2-ის პირველ ტურში 7 აგვისტოს, „პოს“ ესტუმრება.