ფეხბურთი

19:14 | 26.07.2023 | ნანახია 935 - ჯერ

"აქტობე" ქუთაისში თამაშის დღეს ჩაფრინდება

ყაზახური „აქტობე“ საქართველოში კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩისთვის თამაშის დღეს ჩაფრინდება.

ყაზახებმა საიტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და დაადასტურეს, რომ 27 ივლისს, დილით გაფრინდებიან ქუთაისში. „აქტობემ“ დღეს საკუთარ ბაზაზე ივარჯიშა, მატჩისწინა პრესკონფერენცია კი არ შედგა.

კლუბი 26 ივლისს, 11:00 საათზე უნდა გაფრენილიყო ყაზახეთიდან, მაგრამ კონკრეტული კომპანია, რომელიც ჩარტერულ რეისს ასრულებდა, ქართული მხარის მიერ სანქცირებულია. ამიტომაც, მათ აფრენის უფლება არ მისცეს. „აქტობე“ ხვალ სხვა თვითმფრინავით გამოემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩი 27 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:05 | 27.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მთავაია ტორპედოს მედი მაქვს

20:02 | 26.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესეიგი წაგებაზე კაი მიზეზი ექნებათ, ახალი ნამგზავრები ვიყავით და გადაღლილებიო, მთავარია ქუთათურებს დინამოს ჯადო არ გადაედოთ და არ შეგვარცხვინონ

19:59 | 26.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ზუსტათ თამაშის დროს ჩამოფრინდებიან

19:30 | 26.07.2023
KoRBeN DaLLaS (24838)

ხოო, ასე ოფიციალურად სანქცირებული ავიაკომპანია არ გვინდა, დავიწვებით ))
კაი გამოსავალს გთავაზობთ. აქედან შუა აზიაში რომ მიდის სანქცირებული ტავარი ტრაილერებით და მერე რუსეთში შეაქვთ, ის ტრაილერები ხო ცარიელები ბრუნდებიან უკან ?
ჰოდა ჩაჯექით და გამოყევით ))
აეგეთი დვიჟენიები უფრო გვაწყობს ხიხოსტანში )))

0.064903