ფეხბურთი

18:36 | 26.07.2023 | ნანახია 2702 - ჯერ

"დინამო ბათუმის" პრეზიდენტი: "შედეგებს სეზონის ბოლოს შევაფასებთ"

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე კლუბის ფან-კლუბის „პირატების“ პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით, სეზონის ბოლომდე ცვლილებებში გუნდში სასარგებლო არ იქნება, ევროთასებზე გამოსვლა კი წლის ბოლოს შეფასდება, როდესაც ეროვნულ ლიგაში სეზონი დასრულდება.

„მინდა გამოვეხმაურო დინამო ბათუმის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეტაპზე ეს კლუბი და მისი ინტერესები არის, იყო და იქნება ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობს დინამო ბათუმის თითოეული გულშემატკივარი, რადგან ეს კლუბი ეკუთვნის ბათუმს და ბათუმელებს.

ჩემი და ჩემი მეგობრების კლუბში მოსვლის დღიდან დღევანდელობამდე ჩვენ ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ და გუნდისგან, რომელიც არსებობისთვის იბრძოდა ჩამოვაყალიბეთ ბრძოლისუნარიანი და ძალიან წარმატებული კლუბი. დინამო ბათუმი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩემპიონობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. ჩვენი კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების და ბათუმში შექმნილი ჭეშმარიტი საფეხბურთო ზეიმის გამოძახილი არის ის, რომ აჭარის რეგიონმა და კერძოდ ბათუმმა ძალიან ბევრი საერთაშორისო სპორტული ჯილდო თუ აღიარება მოიპოვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრის ოცნებები რეალობად აქცია.

აქვე მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის საკითხს... ბატონი გია გეგუჩაძის წვლილი დინამო ბათუმის ბოლო პერიოდის წარმატებებში არის განუზომელი. ისევე როგორც ჩვენი ფანკლუბის - "პირატები"-ს თითოეული წევრის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცალკეულ ადამიანებს და კომპანიებს უანგარო მხარდაჭერისთვის: კლუბის საპატიო პრეზიდენტს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ლიქსინ გრუპს, კროკობეთს, ევროპაბეთს და სხვა უამრავ ადამიანს ვინც სხვადასხვა ეტაპზე დინამო ბათუმის დახმარების სურვილს გამოთქვამდა და გამოთქვამს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი სიხარული და იმედგაცრუება გამოვიარეთ.

გასული წლის ბოლოს თქვენთან ერთად განვლილი 5 წელი შევაჯამეთ და ახალი მიზნები დავისახეთ, მთავარ მიზნად საქართველოს ეროვნული ლიგის მოგება და კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ჩემპიონების რანგში აღნიშვნა განვიზრახეთ. ასევე ჩვენი ჯერაც აუხდენელი ოცნების - დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა დავაანონსეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მიზანი გეგმაზომიერად ხორციელდება, გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ საფეხურზეა, დინამო ბათუმის აკადემიიდან კი ახლახან პირველ გუნდში ჩვენი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი დავით ფაღავა დაწინაურდა.

ძვირფასო გულშემატკივრებო მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, მიმდინარე ეტაპზე ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება იქნება დამაზიანებელი კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს. შედეგების შეფასების დრო, ევროსეზონის გათვალისწინებით აუცილებლად გვექნება სეზონის ბოლოს და დარწმუნებული ვარ ერთად დავსახავთ უფრო ამბიციურ მიზნებს და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება.

აქვე მინდა დავძინო, რომ კლუბის მენეჯმენტი და პირადად მე მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად და დინამოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ“, - ციტირებს „დინამო ბათუმის“ ვებგვერდი ბერიძის სიტყვებს.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:05 | 11.11.2013
slash (4728)

რა განსხვავებაა იოზილს და დევიდ კოპერფილდს შორის?
იოზილი მხოლოდ ძLიერ გუდნებთან ქრება
მაგარი შუტკა გავაძრე

18:29 | 11.11.2013
jokua (3910)

17:46 | 11.11.2013
chamilo (33560)

პრიმერა უფრო მეტ ფეხბურთელებს კარგავს,ნახევარი ესპანეთში მობურთალი ფეხბურთელები ინგლისში მიდიან,აგერ სიტი საერთოდ რამის ესპანური გუნდი გახდა

18:39 | 11.11.2013
deqster (10377)

ვერდაგეთანხმები, ტურე, სილვა, აგუერო გახდნენ ლიდერები... ნავასის გარანტირებული არაფერი აქვს, ნეგრედოს კი ჯეკო ჯობია(ასე რომ მაქსიმუმ 4ფეხბურთელი იანგარიშო)... მთავარი ლიდერი(კომპანი) კი ჰამბურგს წაართვეს...

17:43 | 11.11.2013
S.A.F. (2852)

კაი კაცო ბ./.ოზილ

17:11 | 11.11.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

როგორც ჩემპიონატი ინგლისის ჯობია ყველას, მარა ინდივიდუალურად ესპანეთში უფრო ძლიერი გუნდები არიან...

16:53 | 11.11.2013
arsenal-14 (2185)

r.m.c.f
ეს პრიმერას ფანები რი იძახით ყველას აქვს შანსი ჩემპიონობისო, რატო გგონიათ რო მაგრად ეკაიფებით მაგით პრემიერ ლიგას? არადა მაგის მსგავსიც არავისგან გამიგია მე ) უბრალოდ ყველა აღნიშნავს რო კონკურენცია ეპლში უფრო მაღალია ვიდრე ლა ლიგაში. არ მეთანხმები? მესუთ კრისტალი ხარ )

17:19 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

კონკურენცია რო უფრო მაღალია ეგ ხო აგერ სოტონს ჩემპიონობა უნდა მგონი ))))

16:48 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

იასნა თანაბარია აბა რა არი ყველა გუნდს შანსი აქ ჩემპიონობის )))))

16:58 | 11.11.2013
chikovansky91 (2776)

რაა მაგაში ცუდი მერე

17:17 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

არაფერი რაა ხო არ დამიწერია ცუდია ტქო))))

16:43 | 11.11.2013
komentatori (2299)

პრიმერას გულშემატკივარი ვარ მაგრამ არაფერი ახალი არ უთქვამს მესუთს უფრო მდიდარი გუნდები არიან და შესაბამისად უფრო თანაბარიც. ესპანეთიდან მიყავთ ფეხბურთელები და არა პირიქით.

რამდენაც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ ეს თანაბარი გუნდები ეს უკვე გემოვნების ამბავია

16:39 | 11.11.2013
jokua (3910)

აბა დაიგინე

16:33 | 11.11.2013
RMA FANS (3925)

თქვა ახალი ამანაც ))

16:33 | 11.11.2013
M.U 2015 chven gulebshi darchebi (368)

რატკმაუნდა ინგლისის ჩემპი ყველას ჯობია ესპანეტის ჩემპიონატი არასდროს იყო მაკეტებელი და არც ახლაა

16:27 | 11.11.2013
chikovansky91 (2776)

ახალი თქვი რამე

16:20 | 11.11.2013
gio--83 (4097)

ეს რა თქვი მუსტაფიჩ? მაიცა შემოვიდნენ პრიმერას ფანები)))))))))))

16:17 | 11.11.2013
OLYMPIQUE__LYONNAIS (310)

აქ ამბავი ატყდება ეხლა

16:04 | 11.11.2013
italiafun-juventino (12319)

ავთანდილ შოშიაშვილი ხარ,მუსტაფიჩ? )

15:58 | 11.11.2013
chamilo (33560)

ახალი ამბავი იმიტომაც არის პრემიერ ლიგა ყველაზე ყურებადი მსოფლიოში,სულ კარგი ბრძოლებია

16:39 | 11.11.2013
jokua (3910)

"ყურებადი" მეზიზღება ესეთი სიტყვები. (წარსულში აბიტურიენტი)

0.066312
2702