ფეხბურთი

18:03 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისს ჯუღელთან მომავალშიც თანამშრომლობა სურს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდა, რომელიც დიმაროში „სპალთან“ ამხანაგურ შეხვედრასაც დაესწრო.

Tele A იტყობინება, რომ დე ლაურენტისი ჯუღელს მხოლოდ ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზე არ ესაუბრა. მან სამომავლოდ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების შესახებაც ინფორმაციის მიწოდება ითხოვა. უფრო მეტიც, წყაროს თანახმად, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა ჯუღელს დაუკონკრეტა, რომ მცველი და ნახევარმცველი სჭირდება. საუბარია არა აწმყოზე, არამედ ახლო მომავალზე.

როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას შემყურე სხვა ქართველი ფეხბურთელების მიმართაც იჩენს ინტერესს. ამიტომაც, სურს, რომ ჯუღელთან მომავალშიც ითანამშრომლოს.

0.11571