ფეხბურთი

14:50 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: გარსია პენალტების, ჯარიმების და კუთხურების შემსრულებლად კვარაცხელიას მოიაზრებს

Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსიას აპირებს, პენალტების და სტანდარტული მდგომარეობების შესრულება ხვიჩა კვარაცხელიას დაავალოს.

ამის ნიშნები „სპალთან“ ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა. წყაროს თანახმად, ფრანგ სპეციალისტს სურს, ქართველი შემტევის მარჯვენა ფეხი უფრო მეტად „გამოიყენოს“, შედეგად, მას მოიაზრებს, როგორც პენალტების, ისე ჯარიმებისა და კუთხურების შემსრულებლად.

გასულ სეზონში კვარა არცთუ ხშირად ასრულებდა ჯარიმებს და კუთხურებს, პენალტების დარტყმის საშუალება კი ეძლეოდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ საშტატო პენალტისტი იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართველმა რამდენიმე თერთმეტმეტრიანი გააცუდა, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელ საქართველოს ნაკრებშიც.

0.117543