30 ივლისიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ, ბაქოში სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება. ასპარეზობა ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 2 500 000$ შეადგენს.
ქალთა შორის მსოფლიოს 103 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 6 ქართველია.
1.ნანა ძაგნიძე (2511)
2.ბელა ხოტენაშვილი (2475)
3.ნინო ბაციაშვილი (2474)
4.მერი არაბიძე (2451)
5.ლელა ჯავახიშვილი (2439)
6.სალომე მელია (2377)
მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე 5 ქართველი მოჭადრაკე გამოსვლას მეორე წრიდან დაიწყებს. პირველ წრეში მხოლოდ სალომე მელია ითამაშებს და მისი მეტოქე - ბრაზილიელი კატი ლიბრელატო (2182) იქნება.
ქალთა ტურნირის რეიტინგ-სიის ლიდერი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ჟუ ვენჟუნი (2564);
ალექსანდრა გორიაჩკინა (2557);
ჰამპი კონერუ (2553).
ვაჟთა შორის 206 მონაწილეა და საქართველოს სახელით 3 დიდოსტატი ითამაშებს.
ლევან ფანცულაია (2564)
მიხეილ მჭედლიშვილი (2561)
ლუკა პაიჭაძე (2531);
ქართველი მოჭადრაკეების მეტოქეები პირველ წრეში იქნებიან:
რინატ ჯუმაბალიევი (ყაზახეთი; 2589) - პაიჭაძე
ტომას ლაურასასი (ლიეტუვა;2566) - მჭედლიშვილი
ფანცულაია - ჰარშა ბარაჰაკოტი (ინდოეთი;2563)
ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს მატებს: მაგნუს კარლსენის (2835), ჰიკარუ ნაკამურას (2787) და ფაბიანო კარუანას (2782) მონაწილეობა.
თითოეული მიკრო -მატჩი ორი პარტიისგან შედგება, ფრედ დასრულების შემთხვევაში შემდეგ წრეზე გასულის ვინაობა დამატებით ტაი-ბრეიქში გაირკვევა.
- პირველი წრე - 30 -31 ივლისი, 1 აგვისტო;
- მეორე წრე - 2-4 აგვისტო;
- მესამე წრე - 5 – 7 აგვისტო;
- დასვენების დღე - 8 აგვისტო;
- მეოთხე წრე - 9 – 11 აგვისტო;
- მეხუთე წრე - 12 – 14 აგვისტო;
- მეექვსე წრე - 15 – 17 აგვისტო;
- დასვენების დღე - 18 აგვისტო;
- მეშვიდე წრე - 19 – 21 აგვისტო;
- ფინალური მატჩი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება 22-24 აგვისტოს;
- ასპარეზობის საზეიმო დახურვა - 24 აგვისტო.
სოფო ნიკოლაძე