ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდთან სტანისლავ ლობოტკასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ქართველ ფეხბურთელზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მეორე სეზონი სერია A-ში კურთხევის იქნება და თქვა, რომ მხოლოდ დაცვით ფაზაში სჭირდება გაუმჯობესება.
„კვარას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჩემი ხელმძღვანელობით შედგა, როდესაც ის 18 წლის იყო და ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. მას არაჩვეულებრივი კარიერა აქვს. როდესაც მკითხეს, მზად იყო თუ არა „ნაპოლისთვის“ და სერია A-სთვის, ვუპასუხე, რომ თუ ფეხებით მიწაზე დარჩებოდა, ვარსკვლავი გახდებოდა. დღეს ვამაყობ იმით, რაც მან მოახერხა. სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ „ნაპოლი“ – „ლივერპულის“ მატჩი ვნახე და სპალეტის გუნდი პირველ ტაიმში ტაქტიკურად გასაოცარი იყო, მათ ინგლისელთა წინააღმდეგ პირველ ნახევარში ტოტალური ფეხბურთი ითამაშეს.
მეორე სეზონი იტალიაში კვარას კურთხევის იქნება. თუმცა, უდავოა, რომ გაცილებით რთული იქნება, რადგან მოწინააღმდეგე გუნდებმა შეისწავლეს და იციან თავი როგორ დაიცვან. შარშან მას რუსული და ქართული ფეხბურთისგან განსხვავებულ იტალიურ ფეხბურთთან შეგუება მოუწია. ერთი ან ორი მეტოქის წინააღმდეგ წარმოუდგენელია, ალბათ, მხოლოდ დაცვით ფაზაში აქვს მოსამატებელი.
მასთან ერთი სამწუხარო და უიღბლო მომენტიც მაკავშირებს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან პლეი-ოფამდე ორი დღით ადრე კორონავირუსი შეეყარა და ამით ოცნება გაქრა. ეს იყო ტრაგედია ქართული ფეხბურთისთვის და ჩემთვისაც, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ევრო 2020-ზე გავიდოდით. შემდეგ პანდევმა გოლი გაიტანა, ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდი დღე იყო, ნამდვილად ერთ ნაბიჯში ვიყავით“, - თქვა ვაისმა.