პამპლონის „ოსასუნა“ კონფერენს ლიგაზე დაუშვეს. მას შემდეგ, რაც უეფამ 2013-2014 წლებში სპორტული კორუფციისა და ცრუ ხარჯთაღრიცხვის გამო კლუბი რანგით მესამე ევროტურნირიდან მოკვეთა, ესპანელებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ კი პამპლონელთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და კლუბი უდანაშაულოდ ცნო. შედეგად, „ოსასუნა“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ეცდება.
თავის მხრივ, ეს ცუდი ამბავია „ბილბაოსთვის“, რომელმაც ლა ლიგის გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა და „ოსასუნას“ დისკვალიფიკაციის გამო კონფერენს ლიგაზე მას უნდა ეთამაშა. თუმცა, ახლა ბასკებს სეზონის ევროთასების გარეშე ჩატარება მოუწევთ.