ფეხბურთი

17:38 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სოფიან ამრაბატი "მანჩესტერს" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

მაროკოს ნაკრებისა და ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

26 წლის ფეხბურთელმა ინგლისელებთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთავაზებაზეა, მაგრამ „მანჩესტერს“ „ფიორენტინასთვის“ ჯერ წინადადება არ წარუდგენია.

ამრაბატი „ფიორენტინაში“ 2020 წლიდან თამაშობს და 107 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „უტრეხტის“, „ფეიენოორდის“, „ბრიუგესა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა.

0.133585