ფეხბურთი

12:37 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვესტ ჰემი ჩელსის ნახევარმცველ გალახერისთვის 46,4 მილიონ ევროს სთავაზობს

ვესტ ჰემი ჩელსისა და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის, კონორ გალახერის შეძენითაა დაინტერესებული, - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ჩაქუჩებმა არისტოკრატებს 23 წლის ნახევარმცველისთვის 46,4 მილიონი ევრო შესთავაზეს, ჩელსის ჯერ პასუხი არ გაუცია, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას სურს, პოტენციური ტრანსფერი გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან განიხილოს.

2022/2023 წლების სეზონში გალახერმა ჩელსის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119159