ფეხბურთი

1:07 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ბაიერნიდან" მარსელ ზაბიცერი შეიძინა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ავსტრიელი ფეხბურთელი მარსელ ზაბიცერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 20-ნომრიანი მაისური მოირგო. ზაბიცერმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „მანჩესტერში“ გაატარა, ხოლო 2021 წელს ის „ბაიერნმა“ „ლაიფციგიდან“ შეიძინა.

ზაბიცერ მანამდე „ადმირას“, „რაპიდისა“ და „ზალცბურგის“ ღირსებას იცავდა, ავსტრიის ნაკრებში კი 71 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14232