ფეხბურთი

20:15 | 24.07.2023 | ნანახია 0 - ჯერ

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტრევორ ფრენსისი 69 წლის ასაკში, ესპანეთში, მარბელიაზე გარდაიცვალა.

ფრენსისი 1977-1986 წლებში ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი იყო, რომლის რიგებში 52 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.

ფრენსისს თავის დროზე „ბირმინგემ სიტიში“, „ნოტინგემში“, „მანჩესტერ სიტიში“, „სამპდორიაში“, „ატალანტაში“, „რეინჯერსში“, ქპრ-სა და „შეფილდ უენსდიში“ უთამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063686