რაგბი

17:42 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

შიდა ჩემპიონატები სექტემბერში იწყება

2023/24 წლების საქართველოს კაცთა ლიგები ერთი მეორეს მიყოლებით, სექტემბრის პირველ სამ კვირაში იწყება.

დიდი 10-ის მომავალ სეზონში 7 ქალაქის 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: რუსთავის ‘ხარები’, ბათუმის ‘ბათუმი’, თბილისის ‘ლელო-სარასენსი’, ‘ხვამლი’ და ‘აკადემია’, ქუთაისის ‘აია’ და ‘არესი’, ბოლნისის ‘ყოჩები’, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ და ოზურგეთის ‘არწივები’.

პირველი ტურის თამაშები 8-10 სექტემბერს გაიმართება. დიდი 10-ის დებიუტანტი ‘არწივები’ ქვეყნის ჩემპიონ ‘ხარებს’ მასპინძლობს; ‘აკადემია’ ‘ბათუმს’ მიიღებს; ‘დედაქალაქურ დერბიში ხვამლი’ ‘ლელოს’ ეთამაშება; ‘ყაზბეგი’ ‘აიას’ დაუხვდება; ‘არესი’ კი ‘ყოჩებს’ ერკინება.

მანამდე, 26-27 აგვისტოს იწყება დუბლშემადგენლობების პირველობა, რომელშიც ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველ ტურში ისინი ასე დაწყვილდნენ: აია – ლელო; არესი – ხვამლი; ყოჩები – ბათუმი.

სექტემბრის შუაში, 15-17-ში აიღებს სტარტს პირველი ლიგის გათამაშება, სადაც ასევე 10 გუნდი ითამაშებს: ლოკომოტივი (თბილისი), არმია (თბილისი), ტაო (სამცხე-ჯავახეთი), არმაზი (მარნეული), ვეფხვები (პატარძეული), გორი (გორი), ბაგრატი (ქუთაისი), მათე (ჭიათურა), იუნკერები (თეთრიწყარო), დინოზავრი (წყალტუბო).

კაცთა ლიგებიდან ყველაზე ადრე, 1 სექტემბერს იწყება რეგიონული ლიგა, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში 10, ხოლო დასავლეთში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

აღმოსავლეთი: ბორჯომი (ბორჯომი), რუსთავი (რუსთავი), წიქარა (თბილისი), სოხუმი (თბილისი), გარდასახვა (თბილისი), პატარძეული (პატარძეული), ჭადარი (თელავი), არაგველები (თბილისი), ლაშარი (თბილისი), ივერიელი (თბილისი).

დასავლეთი: კოლხი რაინდები (ფოთი), ფენიქსი (სამტრედია), აიეტი (ვანი), მეკობრეები (ბათუმი), ჯანი (ჩოხატაური), რაგბის კლუბი ზუგდიდი, ფირალები (ქედა).

RUGBY.GE

0.171124