ფეხბურთი

16:25 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები ცნობილია

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში.

ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახური „აკტობეს“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მესამე ეტაპზე სოფიის ცსკა-სა და რუმინული „სეპსის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გასვლაზე (10 აგვისტოს), საპასუხო ქუთაისში (17 აგვისტოს) გაიმართება.

„დინამო თბილისი“ მალტურ „ჰამრუნთან“ ორი მატჩის ჯამში მოგების შემთხვევაში, უნგრულ „ფერენცვაროშსა“ და ჩრდილორლანდიურ „შემროკ როვერსს“ შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება, ჯერ თბილისში (10 აგვისტო) და შემდეგ გასვლაზე (17 აგვისტო). აღსანიშნავია, რომ "დინამოს" სავარაუდო მეტოქეებიდან "ფერენცვაროში" - "შემროკის" წყვილი ცალსახად ყველაზე ძლიერი იყო.

გორის „დილა“ პოლტავას „ვორსკლასთან“ წარმატების შემთხვევაში, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „აპოელისა“ და სერბული „ვოივოდინას“ წყვილში გამარჯვებულთან ითამაშებს (გორში 10 აგვისტოს და 17 აგვისტოს გასვლაზე). მოგეხსენებათ, „აპოელში“ გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე სამივე ზემოხსენებული ქართული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.115872