ფეხბურთი

15:46 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ჰილალმა" პსჟ-ს მბაპეში 300 მილიონი შესთავაზა

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე „პარი სენ-ჟერმენს“ ოფიციალური შეთავაზება წარუდგინა.

ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება. როგორც ის წერს, არაბები ფრანგულ კლუბს კილიან 300 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც დიდი თანხაა, რადგან ფრანგს კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ 1 წლით აკავშირებს.

ჯერჯერობით, ფეხბურთელის წარმომადგენლებთან საუბარი არ ყოფილა. თუმცა, მედიაში დაიწერა, რომ მბაპეს „ალ-ჰილალი“ ხელფასის სახით სეზონში 400 მილიონ ევროს სთავაზობს.

რომანოს ცნობით, პსჟ-ში დარწმუნებული არიან, რომ მბაპემ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი უკვე შეათანხმა. კილიანი პარიზული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 260 მატჩში გატანილი 216 გოლით. ის სავარაუდოდ "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს, რადგან კონტრაქტის არგანახლების გამო პარიზელებმა ტრანსფერზე დააყენეს.

0.122839