ფეხბურთი

14:32 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ "ვალენსიაში" დავრჩები" (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში დაბრუნდა და „პატერნას“ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის გამო გიორგის შვებულება უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მისი თანაგუნდელების, რომლებიც ამჟამად შვეიცარიაში არიან, სადაც ხვალ „სენტ გალენთან“ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

მამარდაშვილი ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებაზეც მივიდა, სადაც მას ესპანელი ჟურნალისტი დახვდა და თავის მომავალზე ჰკითხა:

„ჯერ კიდევ არ ვიცი, მგონია, რომ კი, დავრჩები“, - ასე უპასუხა 22 წლის ქართველმა ესპანურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ ტრანსფერზე აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ ბოლო ცნობებით, ეს გარიგება არ შედგება, რადგან გერმანელებმა 30 მილიონის გადახდაზე უარი თქვეს. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო ბაზრის ბოლომდე შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მითუმეტეს, რომ მამარდაშვილი „ჩელსის“ და „ინტერის“ სიაში ჯერ კიდევ რჩება.

ქართველ მეკარეს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 63 თამაში აქვს ჩატარებული, კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.131765