ფეხბურთი

13:05 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" მალტაში სიგუას გარეშე ჩავიდა, გაბრიელი "ბაზელში" გადადის

„დინამო თბილისი“ უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მალტას 21 ფეხბურთის შემადგენლობით ეწვია. ტრავმების გამო თბილისურ კლუბს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში არ არის გაბრიელ სიგუა, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 წლის ფეხბურთელის შვეიცარიულ „ბაზელში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. მას ბაზელში სამედიცინო შემოწმებაზე დღეს ელოდებიან.

„დინამო თბილისის“ შემადგენლობა „ჰამრუნის“ წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე

მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლაშა ოდიშარია

თავდამსხმელები: უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი

„დინამო თბილისი“ ტა’ ქალის ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 24 ივლისს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „ჰამრუნ სპარტანსსა“ და „დინამო თბილისს“ შორის 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.130203