ფეხბურთი

1:00 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია დღეს სეზონში პირველად ითამაშებს

„ნაპოლი“ დღეს პრესეზონზე მეორე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და „სპალს“ დაუპირისპირდება. ნეაპოლური მედიის ცნობით, რუდი გარსიას გუნდი პირველად ამ სეზონში უძლიერესი შემადგენლობით გავა მოედანზე.

თუ „ანაუნესთან“ რამდენიმე დღისწინანდელ სპარინგში მოედანზე უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ, ამჯერად გუნდს ლიდერები დაეხმარებიან. შესაბამისად, პირველად ითამაშებს ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გუნდთან ერთად 4 დღეა ემზადება.

„ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა „სპალთან“ მატჩისთვის ასეთია: მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. „ნაპოლი“ პრესეზონზე კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს „ჰატაისპორის“, „ჟირონას“, „აუგსბურგისა“ და „აპოლონის“ წინააღმდეგ, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, „ფროზინონეს“ ესტუმრება.

0.114338