საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის გადაბირება „ატლანტა იუნაიტედს“ სურს, რომელიც ტრანსფერზე მუშაობს.
თურქული მედიის ინფორმაციით, „ჰატაისპორს“ MLS-ის კლუბმა 1 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ანტაკიელები 1.5 მილიონ ევროს ითხოვენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და არაა გამორიცხული, საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიონ.
საბა ლობჟანიძეს „დინამო თბილისში“, „ჩიხურაში“, „რანდერსში“, „ანკარაგიუჯუში“, „ჰატაისპორსა“ და „კარაგუმრუკში“ აქვს ნათამაშები. მან თურქეთის სუპერლიგაში დღემდე 120 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 34 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე პასია.