ფეხბურთი

20:03 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" საბა საზონოვის შეძენას ცდილობს

„ლიონს“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის საბა საზონოვის შეძენა სურს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა L’Equipe წერს.

ფრანგული მედიის ცნობით, „ლიონი“ მზადაა რუსულ კლუბს 3-4 მილიონი ევრო გადაუხადოს. ეს ფასი ფრანგებს შესაბამისად მიაჩნიათ, რადგან 21 წლის საზონოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით აკავშირებს. თავის მხრივ, საზონოვმა „ლომებში“ გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

„ლიონი“ მზადაა საბას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. უცნობია, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში გამოცდილების მისაღებად გაანათხოვრებენ თუ არა, მას ბელგიურ „მოლენბეკში“, რომელსაც და „ლიონს“ ერთი და იგივე მფლობელები ჰყავთ. თუმცა, უფრო დიდი შანსია, რომ ლორან ბლანის განკარგულებაში დაუყოვნებლივ მოხვდეს სინალი დიომანდეს "ზალცბურგში" წასვლის გამო, თუმცა, თავდაპირველი იდეა "მოლენბეკში" მისი განათხოვრება იყო.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს რამდენიმე იტალიურ კლუბს უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა „ლიონში“ ტრანსფერია მოსალოდნელი. საბა საზონოვს „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. საზონოვი „ზენიტის“ აკადემიაში გაიზარდა, მოსკოვის „დინამოში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.153953