სტამბოლის „გალათასარაიმ“ ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, რომელიც უფასოდ დაიმატა.
30 წლის კოტ დივუარელმა „კრისტალ პალასი“ დატოვა, რადგან ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა.
მან „კრისტალ პალასში“ 458 შეხვედრაში 90 გოლი გაიტანა. ასევე ითამაშა „მანჩესტერსა“ და „კარდიფ სიტიში“, ხოლო კოტ დივუარის ნაკრებში 31 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.