რაგბი

16:48 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლებისთვის მალტას შეხვდება

დასანანად, ბოლო წამზე წაგებული მატჩი, რითაც საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებს ფინალისკენ გზა გადაეღობა. ანდორაში მიმდინარე 16-წლამდელთა C დივიზიონში ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა აზერბაიჯანის ნაკრებმა ბლო წუთზე 4-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ზედ საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ჩაგდებული ორქულიანით 74:72 (სტატისტიკა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 2 მეტოქე დაამარცხა. ქართველებმა მალტასთან წააგეს, თუმცა შემდეგ გიბრალტარსა და სომხეთის ნაკრებებს მოუგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. შეხვედრას ქართველები იგებდნენ. აზერბაიჯანელებმა ბოლო წუთებზე გამოაკეთეს თამაში და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. ფინალში აზერბაიჯანელები გავიდნენ, ხოლო საქართველო მე-3 ადგილისთვის მატჩში იასპარეზებს, სადაც მეტოქედ მალტა ეყოლება.

საქართველოს ნაკრებში ტრადიციულად საუკეთესო შედეგი სალომე სვანმა დააფიქსირა, რომელმაც 23 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ლიზი აბრამიშვილმა 15 ქულა მიითვალა.

GBF.GE

0.121111