ფეხბურთი

10:24 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა დი ლორენცოსთან კონტრაქტის განახლება ორიგინალურად გააჟღერა

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია „აძურის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მოულოდნელად, დიმაროში გულშემატკივრებთან შეხვედრისას გაავრცელა.

„არ მოუსმინოთ მედიას, ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ. დღეს, ჩვენმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

სცენაზე „ნაპოლი“ მთელი შემადგენლობით იყო, დი ლორენცომ კი მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა დე ლაურენტისის განცხადება, რადგან ელოდა, რომ კლუბი ამ ამბავს მომდევნო დღეებში სტანდარტულად, ვებგვერდის მეშვეობით გააჟღერებდა.

შეგახსენებთ, ჯოვანი დი ლორენცომ„ნაპოლის“ მაისურით 2019 წლიდან 184 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ჯოვანი „რეჯინას“, „კუნეოს“, „მატერას“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა, იტალიის ნაკრებში კი 28 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.115553