„ბაიერის" ფრანგი თავდამსხმელი, მუსა დიაბი, „ასტონ ვილას" ფეხბურთელი გახდა - წერს ბირმინგემული ლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი „ასტონ ვილას“ 50 მილიონი ევრო დაუჯდა, სატრანსფერო მოლაპარაკებების დროს დიაბიმ საუდური „ალ-ნასრის“ შეთავაზება უარყო, რომელმაც ფეხბურთელს ერთობ მსუყე კონტრაქტი შესთავაზა.
გასულ სეზონში დიაბიმ ლევერკუზენის „ბაიერში“ ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.