გიორგი მაკარიძემ „მარიტიმუ“ დატოვა. ამის შესახებ ქართველმა მეკარემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„უკვე დავასრულე კავშირი ამ დიდებულ გუნდთან, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს „მარიტიმუ“ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ეს მშვენიერი კუნძული ბევრად მეტს იმსახურებს. წარმატებებს გისურვებთ და მადლობა“, - დაწერა მაკარიძემ სოციალურ ქსელში.
ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მეკარე, რომელსაც თავის დროზე „ლე მანში“, „დოქსაში“, „ფეირენსეში“, „მორეირენსეში“, „რიუ ავეში“, „სეტუბალში“, „ალმერიასა“ და „პონფერადინაში“ უთამაშია, ხოლო „მარიტიმუს“ მაისურით იანვრიდან 6 მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრებში მას 15-ჯერ აქვს ნათამაშები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა დიშლადუნდათ თორე კი წაიყყვანონ თანახმა ვარ მე მეგონა რომ იყიდეს იტალიის ნაკრებში დგასო და მეთქი გვეშველათქო და იანგი ჯობია რო დგება ცოცხლდება ფლანგი
დარმიანი როცა ადვილი საყიდი იყო მაშინ არ იყიდეს და ეხლა მანიუ მაგას არ გაყიდის და თან გვარდი მიდი რა ააცვი რა ლამის გადმოწევა იყოს სადაც არის