საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩავიდა, სადაც შეკრებას გაივლის. ეროვნული გუნდის კალათბურთელებმა დუდა სანაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა კომენტარი გააკეთეს.
დუდა სანაძე: „პირველი ვარჯიში ჩავატარეთ ტრევიზოში, ტაქტიკურად გავიმეოროთ ჩვენი კომბინაციები, რაც წინა კემპზე დავამუშავეთ. გვაკლია თორნიკე, გოგა და მაკფადენი, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველა შემოგვიერთდება და სრული შემადგენლობით ვივარჯიშებთ“.
სანდრო მამუკელაშვილი: „მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოს ნაკრებში. ჩემთვის აქ თამაში დიდი სტიმული და მოტივაციაა. ველოდებით, შენგელიას, მაკფადენს და ბითაძეს. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ახალგაზრდებიც დავიმატეთ, რაც ვარჯიშს უფრო ენერგიულს გახდის. მგონია, რომ სწორი მომზადებით შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემთვის კარგი შედეგი მინიმუმ ჯგუფიდან გასვლაა, სხვა ვარიანტი არც განიხილება. იმედია, ევროპის მსგავსად არ ჩაისვრიან. სამწუხაროდ, რეალურად 5 მოთამაშე გვყავს: თოკო, სანდრო, გოგა, შერმინატორი და მაკფადენი. დანარჩენი თამაშში მაქსიმუმ 5-6 ქულის მეტს ვერ აკეთებს.