ფეხბურთი

12:34 | 22.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვამ მძიმე ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულებას აპირებს

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი დავიდ სილვა კარიერის დასრულებას აპირებს. „სოსიედადის“ ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც ხანგრძლივ უქმობასთან ასოცირდება, ამიტომაც, ფეხბურთიდან შეიძლება წავიდეს.

37 წლის დავიდ სილვას მომდევნო სეზონი პრაქტიკულად გაუცდება, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ კარიერა დაასრულოს.

დავიდ სილვა ბოლო სამი სეზონი „სოსიედადში“ თამაშობს, სადაც 93 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ეიბარში“, „სელტაში“, „ვალენსიასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.

0.113949